Sunday, February 23, 2014

მინდა აღვნიშნო ნათია ბურნაძის პროექტი"აწმყო შობილი წარსულისაგან".ძალიან მომეწონა ვფიქრობ ეს თემა ძალიან აქტუალურია დღესაც.რაც შეეხება ხათუნა ანდღულაძის პროექტს ვფიქრობ თქვენი პროექტი ნამდვილად დაეხმარება ბავშვებს ლლიტერატურისა თანამედროვე პოეზიის უკეთ გაცნობაში.
მეცხრე დღე.დღეს გავეცანით ერთმანეთის პრეზანტაციებს.საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს 130 სკოლის პედაგოგებმა: მედეა გოცაძემ და ნინო თოდაძემ.
არ შემიძლია არ ავღნიშნო თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და არმარტო ჩემზე 51 სკოლის პედაგოგის ანა კუპრავას პროექტმა ადამიანის ბედი ტოტალიზატორულ სახელმწიფოში.ვფიქრობ ამ პროექტით ბავშვები მეტს გაიგებენ 1937წლის რეპრესიების შესახებ,გაიგებენ რამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ რეჟიმს.
ვფიქრობ რომ, ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.მადლობთ!

Saturday, February 22, 2014

ტრენინგის მეერვე დღე. ეს დღე საინტერესო იყო. დღეს შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.ვისწავლეთ google ფორმები,ბლოგზე pages დამატება.პორტფოლიო ავტვირთეთ, გავაზიარეთ ,და დავდეთ ბლოგზე

Sunday, February 16, 2014

დღე მეშვიდე.გავიხსენეთ დოკუმენტის გაზიარება.განვიხილეთ პროცედურები.პორტფოლიოს რუბრიკით შეფასდეს სხვადასხვა ინტელექტის მოსწავლე.პროცედურებში შეტანილ იყოს დროში გაწერილი შეფასების გეგეგმა.შევქმენით ხარაჩო მოსწავლეებისათვის გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად.გავეცანით გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტს.

Sunday, February 9, 2014

დღე მეექვსე

დღევანდელმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. დღეს გავეცანით შეფასების დაგეგმვის ცხრილს, შეფასების გეგმის კრიტერიუმებს.გადავხედეთ ჩვენი შეფასებების კრიტერიუმებს.გავეცანით შეფასების დაგეგმვას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის. ვისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს.

Saturday, February 8, 2014




როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოში



ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა დროს მიიჩნევს. მისი თარიღი საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ახლა ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობენ. იმ ქვეყნებში კი სადაც მთვარის, ან მთვარისა და მზის კალენდრებია მიღებული, წლის დასაწყისიც მოძრავია.
ძველი წლის გასტუმრებისა და ახალი წლის დადგომის ცერემონიალს მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდ დათმობილი ქართულ ყოფაში.იგი წარმართობის ხანაში იღებს სათავეს. სარწმუნოებრივ შეხედულებათა ცვალებადობის მიხედვით ჩვენთანაც იცვლებოდა მისი შეხვედრის დრო და რიცხვი.სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ქართველთა საერო ცხოვრებში მიღებული ყოფილა აგვისტოს, სექტემბრის, იანვრისა და მარტის წელიწადი.VIIს-მდე საქართველოში ჟამთააღრიცხვას აგვისტოდან იწყებდნენ (შესაძლოა ამას ადასტურებდეს სვანეთში შემორჩენილი სამეურნეო მნიშვნელობის მქონე ბიხობი, ლირსკალი ძვ. სტ. 14 აგვისტო). შემდეგ შემოუღიათ სექტემბრის წელიწადი, რომელიც IXს-ის დამდეგამდე ერთადერთი სამოქალაქო წელიწადი იყო. Xს-დან მის გვერდით არსებობდა საეკლესიო წელიწადი, რომელსაც მართმადიდებლები სექტემბერში დღემდე აღნიშნავენ. შემდეგ ფეხი მოიკიდა მარტის წელიწადმა გავრცელდა იანვრის წელიწადი, რომელიც საბოლოოდ XIVს. მიწურულს გაბატონდა.
ახალი წელიწადი (რაჭაში,ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში კალანდა ერქვა, მკვლევართა აზრით, ტერმინი ნასესხები უნდა იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისაგან,სადაც კალანდა იყო თვის პირველი ან მეათე დღე.სამეგრელოში ახალ წანასაც ეძახდნენ, სვანეთში ზომხას.);
ახალი წლის მეორე დღე (ხევსურული კუმატობა,მარხე,სვანური კუიმტარი, მეგრული კუჩხა- სამეკვლეო დღე);
ახალიწლის შეხვედრას საქართველოში მტკიცე წესები ქონდა. მათში გარკვეული ადგილი ეჭირა ისეთ მაგიურ ელემენტებს,როგორიცაა: თოფის გასროლა, წმინდა ხით კერაზე ცეცხლის შეკეთება, ჩიჩილაკისა და რიტუალური საკვების მომზადება, მეკვლეობა და მეკვლის მიერ წყაროდან წყლის მოტანა,მარცვლეულის სიმბოლური თესვა,საახალწლო სიმღერების შესრულება.ეს ყველაფერი მიჩნეული იყო წლის მანძილზე ბედნიერებისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტად.
ერწო-თიანეთში ახალი წლის წინა საღამოს ბუხართან ნაცარს დაყრიდნენ, დილით მასზე ქრისტეს ცხენის ნაკვალევი რო ენახათ.ახალი წლის ღამეს სხვასთან დარჩენა არ შეიძლებოდა,მას ყველა თავის ოჯახში ხვდებოდა.
საინგილოში შუა ღამე, როცა ყველას ეძინა, ოჯახის დიასახლისი ართავდა ბამბის ძაფს. ოჯახის უფროსი ფხიზლობდა და მეუღლეს საუბრით ართობდა. როცა ძაფი დაირთვებოდა,მძინარე ოჯახის წევრებს_დიდსა და პატარას ჩუმად ძაფს მაჯაზე შეაბამდნენ, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინათ.ახლად დართულ ძაფს ახვევდნენ დედაბოძზე,ავეჯზე,ჭურჭელზე.ამ ჩვეულებით ცდილობდნენ, რომ ყოველი წევრი მთელი ქონება დაუზიანებლად შეენარჩუნებინათ.
ახალი წლის დადგომის მომენტში თოფის სროლის თავდაპირველი აზრი ავი სულების დაფრთხობა-განდევნა ყოფილა.
დასავლეთ საქართველოში საახალწლო ჩიჩილაკისათვის არჩევდნენ ძეძვის ან თხილის ტოტს.მას კალანდობამდე რამდნეიმე დღით ადრე ჭრიდნენ და ინახავდნენ. წინა დღეებში კი ოჯახის უფროსი იწყებდა მის მომზადებას.საჩიჩლაკე ჯოხს ცეცხლზე რუჯავდნენ, მერე მისი დარბილებული და სათლელად გაიოლებული ტანის ქვევიდან ზევით ათლას იწყებდნენ და ამ ხუჭუჭა ანათალებს ანუ წილამურებს ზედვე ტოვებდნენ. წარმოიქმნებოდა ხუჭუჭად გამოყვანილი ოვალური ხე.ჩიჩლაკის თავი ოთხად არის შეხეთქილი,მასში ჯვარედინად ამაგრებენ ჯოხებს, მათზე კი_სანთლებს.ჩიჩლაკს ამკობდნენ ტკბილეულით,ხილით,ჩურჩხელებით,მარადმწვანე ფოთლებით, წითელი კურკანტელებით, აბრეშუმის ძაფებით და სამკაულებითაც.იმერეთში საახალწლოდ რამოდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა.ერთ-ერთი მარნისთვის იყო განკუთნილი.დაძინების წინ ოჯახის უფროსს ჩიჩილაკი და ხონჩა სახლიდან გაჰქონდა მარანში ან ბეღელში და თვითონაც იქ იძინებდა. ახალი წლის დილას,გათენებისას მიდიოდა წყაროზე, ხელ-პირს იბანდა,აიღებდა ჩიჩილაკს ხანჩაზე ააბთებდა სანთლებს,ლოცვით შემოუვლიდა კარ-მიდამოს,საქონლის სადგომებს.მერე მივიდოდა სახლში და ყველას მიულოცავდა.სამეგრელოში ვაშლით,ბროწეულითა და ყვავილებით შემკული ჩცილაკი მომღერლებსაც დაჰქონდათ,როცა ახალი წლის მოსალოცად კარდაკარ ჩამოივლიდნენ და კირიალესას ასრულებდნენ.
ჩიჩლაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,მერე მოაცლიდნენ ტკბილეულს,ცეცხლში გარუჯავდნენ და ბოსტანში ჩაფლავდნენ_ბოსტანს ჭია-მატლი ვერარ გააფუჭებსო. მიჩნეულია,რომ ამ რიტუალებში ხის თაყვანისცემის უძველესი ჩვეულებებია ასახული.საახალწლოდ ჩიჩილაკს ხალხი წმ.ბასილის წვერთანაც აიგივებდა. აღსანიშნავია,რომ 1 იანვარი კესარია-კაბადოკიის ეპისკოპოსის,წმ.ბასილის დედის ხსენების დღესაა. ამიტომაც გამორჩეულად სწორედ მას ევედრებიან ახალი წლის კეთილად წარმართვას.კაცის მოყვანილობის პურს_ბასილასაც ამ წმინდა მამის ხატად აცხობდნენ და საახალწლო ტაბლაზე დებდნენ.
საახალწლო სუფრა განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. სამზადისი 31 დეკემბერს იწყებოდა.აღმოსავლეთ საქართველოში დიასახლისი აცხობდა რიტუალურ პურს-ბედის კვერს. ერთ-ერთში ჩუმად დებდა ღილს,კენჭს ან ფულს.ვისაც ასეთი ღვეზელი შეხვდებოდა, ამ წელიწადს გაბედნიერდებოდა.დასავლეთის კუთხეებში მზადდებოდა რიტუალური ღვეზელი,რომელშიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო კვერცხის გული. მთელ საქართველოში იკვლებოდა ღორი,რომლის თავსაც ტაბლაზე ბარაქის ნიშნად კვერცხის,ჩურჩხელის,არყის,ღვინის გვერდით დებდნენ. აუცილებელი იყო გოზინაყი,თაფლი,რომელშიც ხშირად პურს აწობდნენ, თან ერთმანეთს ლოცავდნენ_ასე ტკბილად დამიბერითო.
ქართული საახალწლო რიტუალის ძირითადი მომენტი მეკვლეობა იყო.მისი მთავარი დანიშნულება მთელი ახალიწლის განმავლობაში ოჯახის ჯანმრთელობის,დოვლათიანობის და ბედნიერების დაბედება გახლდათ.რაჭაში იცოდნენ შინაური ფრინველის მილოცვაც. სვანეთში სახლის მეკვლეობის ყველა მომენტში მონაწილეობდა ოჯახის საუკეთესო ხარი.ჯავახეთშიც სცოდნიათ სახლში ხარის შეყვანა,რომლის რქებზეც სანთლებს ანტებდნენ.ლაზეთში ახალი წლის დილით სახლში ხბოს ან თხას შეიყვანდნენ, ტაო-კლრაჯეთში კი კრავის შეყვანა სცოდნიათ. მეცნიერები თვლიან,რომ ამ რიტუალებში ასახულია ერთი მხრივ,საქონლის გამრავლება-დაცვასთან დაკავშირებული წარმოდგენები და მეორე მხრივ,აგრარული კულტების თაყვანისცემის კვალი.



მეხუთე დღე :  
ვისწავლეთgoogle -დან drave-ში დოკუმენტის გადატანა.გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას.ვისწავლეთსურათებით ძებნა,სანიშნების  გაკეთება გვერდის ჩანიშვნა დამახსოვრება(buukmark). გავეცანით ქართულ კანონმდებლობას საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.შევქმენიტ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.